სეზონამდე შემოწმება
სეზონის დაწყებამდე შეამოწმეთ ძრავები, პროპელერები, ტუმბოები, საქშენები და კაბელები. დროულად აღმოჩენილი მცირე ხარვეზი ველზე დიდ გაჩერებას გადაგარჩენთ.
ორიგინალი ნაწილები
არაორიგინალმა ნაწილმა შეიძლება შეცვალოს დრონის მუშაობა და უსაფრთხოება. P150 MAX-ისთვის XAG-ის ორიგინალი ნაწილები ჩვენს საწყობშია საქართველოში.
რეგულარული მოვლა
ყოველი სამუშაო დღის შემდეგ გარეცხეთ შეწამვლის სისტემა და დაათვალიერეთ დრონი. მოვლის წესები იხილეთ მწარმოებლის სახელმძღვანელოში ან ჰკითხეთ ჩვენს გუნდს.
როცა რამე არასწორად მუშაობს
თუ დრონი გაფრთხილებას აჩვენებს ან უცნაურად იქცევა, შეწყვიტეთ ფრენა და დაგვიკავშირდით. დიაგნოსტიკასა და შეკეთებას თავად ვაკეთებთ.
სერვისის მოთხოვნა
